saqarTvelos myinvarebi - gulis myinvari
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
კოორდინატები | 43°06`49` ჩ. გ. 42°40`00` ა. გ. |
სიგრძე | 2.5 კმ |
ფართობი | 1.6 კმ² |
ტიპი | ხეობური |
ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, მწვერვალ უშბის სამხრეთ კალთაზე. ასაზრდოებს მდინარე გულიჭალას (დოლრას მარცხენა შენაკადი). უდიდესი სიგრძე 2,5 კმ, ფართობი 1,7 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2870 მ სიმაღლემდე. ფირნის საზღვრის სიმაღლე 3320 მ.